ნეთანიაჰუ პოლიტიკური სიცოცხლისთვის იბრძვის – ოპონენტებმა კოალიცია შექმნეს

ნეთანიაჰუ პოლიტიკური სიცოცხლისთვის იბრძვის - ოპონენტებმა კოალიცია შექმნეს

ოპოზიციური პარტია “ეშ ატიდის” ლიდერმა იარ ლაპიდმა ისრაელში ახალი სამთავრობო კოალიციის ჩამოყალიბება შეძლო – 2 ივნისს ქვეყნის პრეზიდენტმა რეუვენ რივლინმა განაცხადა. ახალი მთავრობა პატივისცემით მოექცევა თავის ოპონენტებს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ისრეალის საზოგადოების ყველა ნაწილი გააერთიანოს – “ეშ ატიდის” ლიდერმა თქვა.
ახალ კოალიციურ მინისტრთა კაბინეტში შევლენ საშუალო კლასის ინტერესების დამცველი “ეშ ატიდი”, ცენტრისტული ალიანსი “კახოლ ლავანი”, მემარჯვენეთა კავშირი “ხა-იანინ ხა-ხადაში”, მემარცხენე ცენტრისტული სოციალ-დემოკრატიული “ავოდა”, მემარჯვენე ნაციონალისტური რუსულენოვანი ებრაელების “ჩვენი სახლი-ისრაელი”, მემარჯვენე “”ახალი იმედი, მემარცხენე სოციალ-დემოკრატები “მერეცადან” და ისრაელის არაბული პოლიტიკური პარტია “რაამი”.

პრემიერ-მინისტრის პოსტს ორი წლის განმავლობაში ულტრამემარჯვენე “ხა-იამინ ხა-ხადეშ”-ის თანადამფუძნებელი ნაფტალი ბენეტი დაიკავებს, მას შემდეგ შეცვლის იაირ ლაპიდი.
მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ბინიამინ ნეთანიახუ პრემიერის პოსტს 12 წელი იკავებდა. ამდაგვარად ახალი კოალიციური კაბინეტით ისრაელის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პოლიტიკური მმართველობა დასრულდება. ნეთანიახუ და მისი “ლიკუდი” ოპოზიციაში წავლენ იმის მიუხედავად, რომ მარტის არჩევნებში მისმა პარტიამ გაიმარჯვა.

banner
წინა სტატიაშიდანიაში თავშესაფრის მაძიებელთა არაევროპულ ქვეყანაში გაგზავნის შესახებ სადავო კანონი მიიღეს
შემდეგი სტატიაპროკურატურასთან აქციაზე რამდენიმე აქტივისტი დააკავეს