„პირველ რიგში, მინდა, ვთქვა, რომ როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ. ისრაელი და შეერთებული შტატები იცავენ მთელ ახლო აღმოსავლეთს და, გავბედავ და ვიტყვი, რომ მთელ მსოფლიოს. ჩვენ ვიმარჯვებთ და ირანი განადგურებულია. 20 დღის შემდეგ შემიძლია, გითხრათ, რომ ირანს აღარ აქვს ურანის გამდიდრების უნარი და აღარ შეუძლია ბალისტიკური რაკეტების წარმოება.” – თქვა მან პრესკონფერენციაზე.
“ჩვენი ვიმარჯვებთ და ირანი ნადგურდება,” აღნიშნა ნეთანიაჰუმ და დაამატა, რომ ახლა ისრაელი “ანადგურებს ქარხნებს, რომლებიც ამ რაკეტების დასამზადებლად და ბირთვული იარაღის შესაქმნელად, რომლის მოპოვებასაც ისინი ცდილობენ, ნაწილებს აწარმოებენ”.
ნეთანიაჰუს თქმით, ირანი იმაზე “სუსტია, ვიდრე ოდესმე” ყოფილა, ხოლო ისრაელი რეგიონული და “ზოგიერთისთვის მსოფლიო” სახელმწიფოა.
ამასთან, ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ საომარი კამპანია სადამდეც საჭიროა, იქამდე გაგრძელდება.
















