ემანუელ მაკრონის განცხადებას იმის შესახებ, რომ საფრანგეთი აპირებს აღიაროს პალესტინის დამოუკიდებლობა, ისრაელის ოპრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გამოეხმაურა:
“მკაცრად ვგმობთ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილებას, რომ აღიაროს პალესტინის სახელმწიფო. ამგვარი ნაბიჯი აჯიდლოვებს ტერორიზმს და ზრდის რისკს, რომ შეიქმნას კიდევ ერთი ირანული მარიონეტი.
ამ ვითარებაში, პალესტინის სახელმწიფო იქნება პლაცდარმი ისრაელის განადგურებისთვის. ეს ნათელი უნდა იყოს: პალესტინელებს არ უნდათ დამოუკიდებლობა ისრაელთან ერთად; მათ უნდათ სახელმწიფო ისრაელის მაგივრად”, – დაწერა ნეთანიაჰუმ.















