ნეთანიაჰუ : კიდევ 6 ქვეყნის საელჩო იერუსალიმში გადადის

ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ აშშ-ს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებისა და ამ ქალაქში საელჩოს გადატანის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, კიდევ ექვსი ქვეყანა, უმოკლეს დროში აპირებს მიბაძოს მას და საელჩო იერუსალიმში გადაიტანოს.
ნეთანიაჰუმ 6 ქვეყნიდან, რომლებიც იერუსალიმში საელჩოს გადატანას აპირებენ, მხოლოდ ერთი – გვატემალა დაასახელა და ამ ქვეყნის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პირველი 10 ქვეყანის დიპლომატიური მისია, რომელიც იერუსალიმში დაიდებს ბინას, ისრაელის ხელისუფლებისაგან ჯანდაცვის უზრუნველყოფაში სპეციალურ შეღავათებს მიიღებს.

banner
წინა სტატიაშინინო ლომჯარია : სათვალთვალო კამერების მეშვეობით დასაქმებულთა პირად ცხოვრებაში ჩარევის ინფორმაციაზე შესაბამისი რეაგირება გვექნება
შემდეგი სტატიასტივენ სიგალი მთიან ყარაბაღში ჩადის