ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს შეთანხმება მძევლების გათავისუფლების შესახებ, რომლებიც „ჰამასმა“ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმების დროს დაატყვევა.
ნეთანიაჰუმ უარყო ის ინფორმაციაც, რომ ისრაელი განიხილავს წინადადებას სულ მცირე 50 გატაცებულის გათავისუფლების შესახებ და აღნიშნა, რომ თუ მთავრობას რაიმე ექნება სათქმელი, იტყვის.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს მან მიიწვია მძევლების ოჯახების წარმომადგენლები ისრაელის ომის კაბინეტთან შეხვედრაზე.