ნეთანიაჰუ – ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება – უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია

ისრაელი ღაზაში სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება, არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როდის შევლენ ძალები პალესტინის ანკლავში, რომელსაც ისლამისტური მოძრაობა „ჰამასი“ აკონტროლებს, მთავრობის სპეციალური ომის კაბინეტი მიიღებს.
“ჩვენ უკვე ათასობით ტერორისტის ლიკვიდაცია განვახორციელეთ და ეს მხოლოდ დასაწყისია. პარალელურად, ვემზადებით სახმელეთო შეჭრისთვის. არ დავაკონკრეტებ როდის, როგორ და რამდენი. ასევე არ დავაკონკრეტებ, თუ რა გათვლებს ვაკეთებთ, რომლის შესახებაც საზოგადოებამ ძირითადად არ იცის და ასე უნდა იყოს”, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

banner
წინა სტატიაშიისრაელმა ღაზაში ტანკების გამოყენებით რეიდი განახორციელა
შემდეგი სტატიამაკრონი – თუ სახმელეთო შეჭრა საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიან მოსახლეობას, მისი დაწყება ისრაელისთვის შეცდომა იქნება