ნეთანიაჰუ – ისრაელი „დავალების დასრულებამდე არ გაჩერდება“- გადაწყვეტილება არის „ჰამასის“ ლიკვიდაცია

მისია ორად იყოფა: შეკავება ჩრდილოეთში და გადაწყვეტილება სამხრეთში. გადაწყვეტილება არის „ჰამასის“ ლიკვიდაცია, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზის სექტორთან განთავსებულ ისრაელის არმიის ჯარისკაცებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ისრაელი „დავალების დასრულებამდე არ გაჩერდება“.

„მივდივართ წინ, დავალების დასრულებამდე არ ვჩერდებით. მისია ორად იყოფა: შეკავება ჩრდილოეთში და გადაწყვეტილება სამხრეთში. გადაწყვეტილება არის „ჰამასის“ ლიკვიდაცია. ჩვენ არ ვუბრუნდებით იმ მდგომარეობას, რომელშიც ვიყავით და ღვთის შეწევნით და თქვენი დახმარებით, ეს ასე იქნება. ჩვენი მებრძოლები ტერიტორიის შიგნით არიან. გენდობით, ისრაელის ხალხი გენდობათ. მინდა, ვუთხრა თქვენს მშობლებს, რომლებიც მოგვიანებით გნახავენ: თქვენ გაგზავნეთ საუკეთესო, რაც არსებობს. თქვენ აკეთებთ ფანტასტიკურ საქმეს, უბრალოდ გამორჩეულს. უბრალოდ მინდა, მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ჩვენ ერთად ვაგრძელებთ გამარჯვებამდე“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

banner
წინა სტატიაშიჩოხატაურში მოსწავლის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
შემდეგი სტატიააშშ-მა სტელსის ტიპის ბომბდამშენის B-21-ის პირველი საფრენი გამოცდა ჩაატარა, რომელსაც ბირთვული იარაღის გადატანა შეუძლია