25.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ნეთანიაჰუ: ირანი ჩემი ერთ-ერთი ვაჟის მოკვლას ცდილობდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანი მისი ერთ-ერთი ვაჟის მოკვლას ცდილობდა. ამის შესახებ მან ისრაელის ტელეარხ Channel 14-თან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.

„რაც შეეხება ჩემს ვაჟებს, ვფიქრობ, აქ რაღაც სრულიად დაუჯერებელი ხდება. დიახ, ირანის სამიზნე ჩემი ერთ-ერთი ვაჟი გახდა. ირანი ჩემი ერთ-ერთი ვაჟის მოკვლას, მკვლელობას ცდილობდა“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრს არ დაუკონკრეტებია, რომელი ვაჟი იყო სამიზნე — იაირი თუ ავნერი. ასევე უცნობია, როდის მოხდა სავარაუდო მცდელობა, რა ფორმით განხორციელდა ის ან რამდენად ახლოს იყო თავდასხმა განხორციელებასთან.

ნეთანიაჰუს განცხადებით, მისი ვაჟების უსაფრთხოების გაძლიერება აუცილებელია და ეს „ფუფუნება არ არის“. მისი თქმით, ირანის მხრიდან არსებული საფრთხე უსაფრთხოების ზომების საჭიროებას ადასტურებს.

ნეთანიაჰუმ აღნიშნული განცხადება ისრაელში უსაფრთხოების საკითხებზე მიმდინარე დებატების ფონზე გააკეთა. ამასთან, ირანის მხრიდან პრემიერ-მინისტრის ბრალდებაზე საჯარო პასუხი ამ დროისთვის არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაშიფონდი „ქართუ“ ჩამოწერილ სესხებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიასომხეთის ყოფილი პრეზიდენტი და მისი შვილი დააკავეს