15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

ნეთანიაჰუ: ჩვენ ბრიტანეთის მთავრობისგან მოქმედებას მოვითხოვთ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელში საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ლონდონში მომხდარ ანტისემიტურ თავდასხმებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლების „სისუსტე“ მხოლოდ ხელს უწყობს მოძალადეებს.

პრემიერმა აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესები არის „ერთი ანტისემიტური თავდასხმის მეორეთი გაზლაითინგი“ და ბრიტანეთის რეაქცია სუსტია.

„ჩვენ ვითხოვთ და ველოდებით ბრიტანეთის მთავრობისგან ქმედით ნაბიჯებს ინგლისელი ებრაელების დასაცავად და ანტისემიტების მართლმსაჯულების წინაშე წარსადგენად“, — განაცხადა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუს განცხადება ეხმიანება ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციას, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოს „გადამჭრელი და სასწრაფო“ მოქმედებისკენ მოუწოდა.

ინფორმაციისთვის, ლონდონში, დანით შეიარაღებული მამაკაცი  ებრაული თემის წარმომადგენლებს  თავს  დაესხა. ანტიტერორისტული პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ თავდასხმის დროს დანით დაჭრილი ორი ებრაელი მამაკაციდან ერთი 76-ის, ხოლო მეორე  34 წლისაა. თავდამსხმელი დაკავებულია.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთში 100 მილიონ დოლარად შეფასებული რადარი გაანადგურა
შემდეგი სტატია“სიტყვები აღარ კმარა!”- ბრიტანეთის მთავარი რაბინი ლონდონში მომხდარ თავდასხმაზე