ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არცერთი ქვეყანა არ დარჩება დაუსჯელი, ვინც ისრაელის წინააღმდეგ დიპლომატიურ კამპანიას აწარმოებს.
„მე არ ვარ მზად, ავიტანო ეს თვალთმაქცობა და ეს მტრობა. არ ვაპირებ, რომელიმე ქვეყანას მივცე უფლება, რომ ჩვენს წინააღმდეგ დიპლომატიური ომი აწარმოოს დაუყოვნებელი ფასის გადახდის გარეშე”,_ აცხადებს ისრაელის პრემიერი.
პრემიერმა მადრიდი ისრაელის არმიის (მისი თქმით, „მსოფლიოში ყველაზე მორალური არმიის“) ცილისწამებაში დაადანაშაულა.
ბოლო ორ წელიწადში მადრიდსა და იერუსალიმს შორის კავშირი პრაქტიკულად გაწყდა. ესპანეთმა ელჩი ისრაელიდან სამუდამოდ გაიწვია, თუმცა ამ კვირაში ელჩი თეირანში დააბრუნა.
ნეთანიაჰუ ხაზს უსვამს, რომ ვინც ტერორისტული რეჟიმების ნაცვლად ისრაელს უტევს, მომავალში პარტნიორად აღარ განიხილება.
















