ცოტნე გამსახურდია: “ნეტავ გააცოცხლა საწყალი მამაჩემი და ამ ქინძებზე შეახედა ცალი თვალით”

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანება

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დედაქალაქის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებას ეხმიანებაზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისათვის  პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდის  მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი, ცოტნე გამსახურდია გამოეხმაურა.

“ნეტავ გააცოცხლა საწყალი მამაჩემი და ამ ქინძებზე შეახედა ცალი თვალით… არც ბელადომანი ვარ და კარგად მოგეხსენებათ, ბევრ ქართველზე მეტი გამიკეთებია და კიდეც გავაკეთებ პოლიტფეტიშიზმის წინააღდეგ… რასაც ახლა ვიტყვი, მეორე რესპუბლიკის ტრაგედიაა და არ უნდა ვამბობდე, მაგრამ: ნეტავ რომელს რა აქვს გაკეთებული ამ დამოუკიდებლობის მისაღწევად? ტექსტის შედგენაში მაინც თუ აქვთ მიღებული მონაწილეობა და რამდენი აცნობიერებდა იქედან, რას აწერდა ხელს…? განა არ იციან, რომ ეს ყველაფერი ერთი კაცის გაკეთებულია პრაქტიკულად?!
მართლა აღარაფრისა რცხვენია ამ ხალხს ფულის გულისთვის!
და კიდევ: ჩემი ღრმა რწმენით, ზოგადად პარლამენტარს საერთოდ არ ჭირდება სამარადისო პენსია სიცოცხლის მანძილზე. ამდენ მუქთახორას კიდევ კარგად უძლებს ეს ბედკრული ქვეყანა!-აცხადებს ცოტნე გამსახურდია.

შეგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას დროინდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატები სადეპუტატო პენსიის 3 000 ლარამდე გაზრდას ითხოვენ.  პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის  თქმით, შესაბამისი ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში უკვე შესულია.

” ეს ადამიანები თვეში 560 ლარის ოდენობის პენსიას ისედაც იღებენ. თუმცა, 3000 ლარამდე ზრდის საფუძველი მდგომარეობს იმაში, რომ მათ დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერეს”-აცხადებს თამაზ მეჭიაური. როდის განიხილავს პარლამენტი და უფრო კონკრეტულად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აღნიშნულ ინიციატივას უცნობია.

„პრემიერის გადადგომას ბესელიასა და კობახიძის საპარლამენტო მანდატების დატოვება მოჰყვება“

აღნიშნულ ფაქტს ეხმიანება ემიგრაციაში მყოფი ერვონული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსი, მაიორი გიორგი ალანია.

“ჩემო უსაყვარლესო და უახლოესო უმაღლესი საბჭოს დეპუტატებო, ძალიან გამიხარდება თუ პენისები 3000 კი არა 9000 ლარამდე გაგეზრდებათ. დაიმსახურეთ რა თქამ უნდა, მაგრამ იმ თავისუფლების აქტს რომელსაც თქვენ ხელი მოაწერეთ, მე იარაღით ხელში ვიცავდი და დღემდე 1 ლარი პენსიაც კია არავის არ მოუცია. პენსიას ვინ ჩივის და არც ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა არ მაქვს. ამას კიდევ ვინ ჩივს და უკვე 22 წელი სისხლის სამართლის დევანშვი ვიმყოფები, მხოლოდ იმის გამო რომ შეწყალებაზე უარი ვუთხარი ყველა ხელისუფლებას, იმ ხელისუფლებასაც რომელსაც თქვენ პენსიების გაზრდას თხოვთ. უღრმესი პატივისცემით, თქვენგან დავიწყებული, თქვენს მიერ ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტის დამცველი, ერვონული გვარდიის მთავარი სამმართველოს ოპერატიული ქვეგანყოფილების უფროსი, მაიორი გიორგი ალანია”
banner
წინა სტატიაშიზუგდიდში დევნილთა შიმშილობის აქცია შეწყდა
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილმა მილიონობით დოლარი იზარალა