“ნეტავ ავცრილიყავი” – მეან გინეკოლოგი ლადო ბიბილეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა

მეან გინეკოლოგი ლადო ბიბილეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევის პროფესორი, ზაალ კოკაია Facebook-ზე ავრცელებს.

“დღეს კიდევ ჩვენი თაობის ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი წაგვართვა კოვიდმა Lado Bibileishvili. 3 აგვისტოს, ჩემს ფბ სტატუსზე “აცრილები არ კვდებიან!”. ლადომ კომენტარად კლინიკიდან მომწერა თავისი სინანული, რომ დროულად არ აიცრა. ვაზიარებ “სკრინშოტს”, რომ კიდევ ერთხელ ყველამ გავიაზროთ – კორონას გარჩევა არ აქვს და აცრას არ აქვს ალტერნატივა”,-წერს ზაალ კოკაია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია​ტიკარაძე – კერძო კლინიკების აქტივობა არის საკმაოდ გართულებული, რადგან ისინი აცხადებენ, რომ პაციენტების მისაღებად არ აქვთ ადამიანური რესურსი