მსოფლიოში უმსხვილესმა საკვები და სასმელი პროდუქტების მწარმოებელმა კომპანიამ, Nestlé-მ შიდა გამოძიება დაიწყო იმის დასადგენად, თუ რატომ გაგრძელდა მისი ბრენდების რეკლამირება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
ბრიტანული გამოცემა City A.M-ის ინფორმაციით, გამოძიებას კომპანიის გლობალური იურიდიული დეპარტამენტი უძღვება.
საქმე ეხება ტელეკომპანია „იმედისთვის“ გაერთიანებული სამეფოს (UK) მიერ მიმდინარე წლის თებერვალში დაწესებულ სანქციებს, რომლის მიხედვითაც არხი კრემლის მხარდამჭერ, პოლიტიკურად მიკერძოებულ მედიად და უკრაინის ომზე განზრახ შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამავრცელებლად დაკვალიფიცირდა.















