ნესტან კირთაძე  წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზატორებს მიმართავს

კოლეგებო, მეგობრებო, თანამოაზრეებო, ოპონენტებო  ,

 წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზატორებო!

 

მას შემდეგ რაც ივანიშვილმა მორიგი იაფფასიანი პოლიტიკური მასკარადი მოაწყო, კიდევ ერთხელ იძალადა საქართველოზე, ქართველ ხალხზე, თავისუფალ არჩევანზე და საპარლამენტო რესპუბლიკის ქვეყანაში, საქართველოს პარლამენტში აღარ დატოვა არანაირი რესურსი პოლიტიკური პროცესებისა.

ივანიშვილმა პოლიტიკა ქუჩაში გააგდო.

საქართველოში მძლავრი წინააღმდეგობის მოძრაობა დაიწყო.

მიტაცებული სახელმწიფოს, მიტაცებული მართლმსაჯულების, მიტაცებული არჩევანის თავისუფლების და ქვეყნის თავისუფლების დასაბრუნებლად, ხალხი ქუჩაში გამოვიდა და უკან აღარ შებრუნდება, ვიდრე წართმეულ ძალაუფლებას უკან არ დაიბრუნებს.

ეს სამართლიანი ბრძოლაა, რომელსაც ხალხი მასობრივად შეუერთდება.

ეს სამართლიანი ბრძოლაა, რომელსაც დასალეთი თანაგრძნობით მოეკიდება.

ეს სამართლიანი ბრძოლაა, რომელიც მხოლოდ უდიდესი პასუხისმგებლობის ძალას და ენერგიას შეუძლია გასწიოს სამშობლოს და მომავალი თაობების წინაშე.

აქვე, ჩემთვის ჩვეული პირდაპირობით, მინდა შეგახსენოთ, რომ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ვითარებაში ჩვენი სამართლიანი მოთხოვნების პირველი პუნქტი ყოველთვის იწყებოდა პოლიტპატიმრების და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულების დაუყოვნებელი გათავისუფლების მოთხოვნით.

დღეს მითუმეტეს,

როდესაც სახეზე გვყავს ივანიშვილის რეჟიმის მიერ საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციის მოწვევის კონტექსტში ჩადენილი გამიზნული პროვოკაციის გამო ფიზიკურად დასჯილი და დასახიჩრებული თავისუფალი დემონსტრანტები.

როდესაც გვყავს ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილე უკანონო პატიმრები, რომელთა შორისაა ერთადერთი პოლიტიკური ლიდერი თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი.

ვუერთდები ცოტნე გამსახურდიას სამართლიან და პრინიპულ მოთხოვნას და ღიად და საჯაროდ მოგმართავთ:

საერთო-სახალხო მიტინგების და წინააღმდეგობის მოძრაობის ერთ-ერთ პირველ მოთხოვნად აღძრათ 20-21 ივნისის ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილე უკანონო პატიმრობაში მყოფი თავისუფალი დემონსტრატების, მძევლად აყვანილი კობა კოშაძის და პოლიტიკური მოძრაობა_ გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვულის დაუყოვნებლივი გათავისუფლება.

ეს არა მხოლოდ მორალური, არამედ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი და გზავნილია იმისაც , რომ ანტისაოკუპაციო მიტინგში მონაწილეობა და პროტესტი არასოდეს და არავისგან არ უნდა იყოს დასჯადი.

რომ გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები სამაჯურებით არ უნდა დააბან და პირადი შურისძიების გამო სატუსაღოებში არ უნდა გამოკეტონ.

მუდამ ვარ და ბოლო ამოსუნთქვამდე ვიქნები საქართველოს სამსახურში.

 

ნესტნ კირთაძე

პოლიტიკოსი, პროფესორი

 

 

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე-ნურავინ შეეცდება, მოსახლეობის მხარდაჭერის არქონა საარჩევნო სისტემას დააბრალოს
შემდეგი სტატია“ცნობილი არ არის გადაწყვეტილება, დატოვებს თუ არა ჩუგოშვილი, ხულორდავა და ცქიტიშვილი პარტიას”