ნეპოტიზმის ნიშნები ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიაში თუ ოჯახური ბიზნესი

ზოგადად ნეპოტიზმი ერთ-ერთი აქტიური საკითხია ყველა რეგიონში, სადაც საჯარო სამსახურში ნათესაური კლანებია წარმოდგენილი. ამ მხრივ ბაღდათის მუნიციპალიტეტი არ არის გამონაკლისი. მართალია, ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ ნეპოტიზმს იქ ძალიან გამდგარი აქვს ფესვები.

აი, ამის დამადასტურებელი ფაქტი: ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში, ბაღების გაერთიანების იურისტად რამდენიმე წლის წინ მუშაობა დაიწყო თეონა ქართლელიშვილმა. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კი მისი ოჯახის წევრებმა შემდეგი თანამდებობები გაინაწილეს. მისი მეუღლე გოჩა გრძელიძე დაინიშნა ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლად (შშმ პირთა საკითხებში), ხოლო მისი შვილი გვანცა გრძელიძე – ჯერ საკრებულოს წევრად იქნა არჩეული, შემდგომ კი – იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ. ამ პროცესების პარალელურად, მუნიციპალიტეტის მერიაში მოხდა ა(ა)იპ -ების ცვლილებები. კერძოდ ბაღდათის ბაგა-ბაღების გაერთიანება ჩაანაცვლა ბაღდათის სკოლამდელ და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანებამ, სადაც თეონა ქართლელიშვილმა იურისტობის თანამდებობასთან ერთად შეითავსა დირექტორის მოადგილის მოვალეობაც.
საინტერესოა და ლოგიკურია, რომ ოჯახის წევრების თანამდებობრივმა პოზიციებმა დიდი გავლენა იქონია და, შესაბამისად, სახეზეა წმინდა წყლის ნეპოტიზმი. ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, ამ ოჯახის წევრთაგან რომელს უჭირავს პროცესების მართვის ბერკეტები, რათა ასე თავხედურად და თავიანთი კეთილდღეობისთვის მართონ პროცესები.

გარდა ამისა, არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი – ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლის გარეშე დაწესებულებათა გაერთიანებაში სპეციალურად შეიქმნა აუდიტის შტატი და დასაქმებული არის საკრებულოს თავმჯდომარის შალვა მშვილდაძის ნათესავი (თავმჯდომარის ბიძაშვილის მაზლი) თამაზ კბილაშვილი. მის ფუნქციას მხოლოდ თვის ბოლოს ხელფასის ბანკომატიდან მოხსნაა წარმოადგენს. თუმცა ამისათვის მას დამხმარეებიც სჭირდება.

ასაკოვანი, პენსიონერი კაცია და უჭირს თანამედროვე ტექნოლოგიასთან ურთიერთობა. ასევე საინტერესოა ამ თანამდებობის შტატის არსებობა, რადგან მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ ა(ა)იპ-იებში მხოლოდ და მხოლოდ ამ გაერთიანებაშია ეს შტატი, რომელიც რამდენიმე თვეა, რაც დაამტკიცეს.

 

Timer.ge

banner
წინა სტატიაშიარაფერს ვიტყვი, თუ რა მდგომარეობაა ქართულ ეკლესიაში და რას ლაპარაკობენ მღვდლები ერთმანეთზე კადრს მიღმა…
შემდეგი სტატიაქვეყანას ეროვნული ხელისუფლება რომ ჰყავდეს, გარწმუნებთ, საერთოდ არ დადგებოდა ლგბტ პრაიდის ჩატარების საკითხი – ნინო ბურჯანაძე