24.8 C
Tbilisi
პარასკევი, სექტემბერი 11, 2026
banner

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა

BBC-ის ინფორმაციით, ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.

ნეპალის პოლიციის ცნობით, 26 აგვისტოს მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 616-ს აღწევს, ხოლო 1924 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

დაკარგულებს შორის, სულ მცირე, 517 ადამიანი უცხოელია.

ჩინური მედიის ინფორმაციით, ტიბეტში სტიქიამ 7 ადამიანი იმსხვერპლა, ხოლო მაშველები 554 ადამიანს ეძებენ.

ნეპალის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მთებში მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. ტალღამ სახლები და გზები დაანგრია და ნეპალ-ტიბეტის სასაზღვრო მნიშვნელოვანი გადასასვლელი გაანადგურა.

banner
წინა სტატიაშიპირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატია,,ლელო” ხელვაჩაურის მერიას კირნათის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი 6 სოფლისთვის მთის დასახლების სტატუსის მინიჭების მოთხოვნით პეტიციით მიმართავს