ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 734-მდე გაიზარდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 2 500 ადამიანი, საიდანაც სულ მცირე 500 უცხოელია
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. არსებობს შიში, რომ განადგურებულ ტერიტორიაზე მეორე წყალდიდობაც მოხდეს.
2 დღის წინ მოვარდნილმა ტალღამ სახლები და გზები დაანგრია და ნეპალ-ტიბეტის სასაზღვრო მნიშვნელოვანი გადასასვლელი გაანადგურა.















