BBC-ის ინფორმაციით, ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა.
ნეპალში „წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების“ საერთაშორისო ფედერაციის დელეგაციის ხელმძღვანელი, დევიდ ფიშერი, აცხადებს, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში „ჯერ კიდევ ექსტრემალური სიტუაციაა“.
„ჩვენთვის ძალიან ნათელია, რომ ძალიან მწვავე საჭიროებები არსებობს. ბევრი, ბევრად მეტია საჭირო“, – აღნიშნა ფიშერმა და დასძინა, რომ დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
















