ნეპალის მთაზე ორ დღეში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

დასავლეთ ნეპალის მთაზე უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ორი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა – “ასოშეითედ პრესი” ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. ოფიციალური ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 11 ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულია მინიმუმ ერთი ადამიანი.
სავარაუდოდ, ორივე შემთხვევაში საქმე ტექნიკურ პრობლემებს ეხებოდა.
ვარდნის ადგილი რთულად მისასვლელ რაიონშია – უახლოესი ქალაქიდან გზას მინიმუმ 4 საათი სჭირდება. შემთხვევის ადგილისკენ უკვე გაემართნენ პოლიციელები და სამხედროები.
24 თებერვალს ავიაკატარსტროფის შედეგად ბორტზე მყოფი ეკიპაჟის ყველა წევრი და მგზავრი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისაუდის პირველი თვითმფრინავები თურქულ ავიაბაზაში დაფრინდნენ
შემდეგი სტატიატრამპმა აშშ-ს საზღვრები შვეიცარიულ ყველს შეადარა