„ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა

ახალი ჰესი და უყურადღებოდ დარჩენილი სვანები

საქართველოს მთავრობის 8 აპრილის განკარგულებით, „ნენკსრაჰესის“ ინვესტორ კომპანია „ნენსკრა ჰიდროს“ ზემო სვანეთში არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები გადაეცა. მიწების ძირითადი ნაწილი (221 ათასი კვადრატული მეტრი) კომპანიას 55 წლის ვადით, აღნაგობის უფლებით გადაეცა. საუბარია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში მდებარე მიწებზე.

კომპანიას ასევე გადაეცა სოფელ ჭუბერსა და სოფელ ხაიშის მიმდებარედ 310 კვ.მ. ფართობის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები პირდაპირი მიყიდვის ფორმით.

კომპანია ქონებაში სიმბოლურ ფასს – ერთ დოლარს გადაიხდის, სარგებლობაში გადაცემის პირობა კი 2015 წლის ხელშეკრულების შესაბამისად „ნენსკრა ჰესის“ აშენება და ექსპლუატაციაში მიღებაა.

მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა.

შეგახსენებთ, რომ 280-მეგავატიანი „ნენსკრა ჰესი“ ზემო სვანეთში შენდება. მისი საინვესტიციო ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს.

banner
წინა სტატიაში„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ლონდონში დააკავეს
შემდეგი სტატიაგიორგი გახარიას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეკ შეპარდის ექსტრადირებისთვის ​მადლობას უხდის