ნენსი ფეზერი: საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი

საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი, – ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

როგორც ნენსი ფეზერმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოსა და გერმანიას ძალიან მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა აქვთ.

„პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გარემოებას. ეს იყო ევროპული საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და გერმანიამ აქტიურად დაუჭირა მხარი ამას. გილოცავთ, ამას გარდა, ძალიან მახარებს, რომ ხელი მოვაწერეთ მიგრაციის შეთანხმებას, რომელიც უფრო აძლიერებს და ინტენსიუს ხდის ამ სფეროში თანამშრომლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რა არის მნიშვნელოვანი – ჩვენი ქვეყნების ძალიან მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობა ერთის მხრივ არარეგულარული რეგულაციის შეზღუდვის მხრივ და მეორე მხრივ, მიზანმიმართული დასაქმება და განათლება სპეციალისტების, მუშა ხელის, ე.წ. თავშესაფრის მაძიებელთა და იმ პირების უკან დაბრუნება, რომლებსაც არ აქვთ რეალური ბინადრობა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი. ბუნდესტაგმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ასევე, ჩვენი სასამართლო სისტემის განტვირთვას შეუწყობს ხელს, ასევე თემებისა და მუნიციპალიტეტებისა, რომლთა კომპეტენციაშიც ეს შედის.

საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რათა საქართველოს მოქალაქეებმა იცოდნენ, რა დაბალი შანსებია თავშესაფრის მოპოვებისა გერმანიაში, თუმცა გაგრძელდება მუშა ხელის, სპეციალისტების მიზიდვის პროცესი. ცირკულარულ მიგრაციას გავაძლიერებთ და ვიზრუნებთ იმაზე, რათა დასაქმების უკეთესი შესაძლებლობები გაჩნდეს გერმანულ ბაზარზე საქართველოს მოქალაქეებისათვის. ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალკვალიფიციური მუშა ხელი, ასევე, მნიშვნელოვანია განათლების სფეროში გაცვლა, გაზიარება სასწავლო სფეროში სტუდენტების, მეცნიერების. ამ ყველაფერს კიდევ უფრო გავაძლიერებთ.

დიდი მადლობა ქართულ მხარეს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ეს არის კარგი საფუძველი ჩვენი ქვეყნების შემდგომი თანამშრომლობისთვის. ჩემი მადლობა ეხება ჩვენს საგანგებო და სრულუფლებიანი წარმომადგენელს, ასევე ქართულ მხარეს. დღევანდელმა დღემ გვიჩვენა, რომ მიგრაციის შეთანხმების გაფორმებას სჭირდებოდა დრო. ეს იყო ორმხრივი, პატივისცემაზე დაფუძნებული პროცესი. მართლაც შედეგიანი, წარმატებული პროექტია.

ჩვენი მიგრაციის შეთანხმება მიგვიყვანს იქამდე, რომ არარეგულარული მიგრაცია შემცირდება ორივე ქვეყანაში. დიდი მადლობა პერსონალურად კარგი თანამშრომლობისთვის, მათ შორის შიდა უსაფრთხოების კუთხით. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის, ასევე, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის ფონზე, ეს ნაყოფიერი და პარტნიორული თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გერმანიის შს მინისტრმა.

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი, შეთანხმება საქართველოსა და გერმანიის შს მინისტრებმა გააფორმეს.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: ევროკავშირი არ არის სივრცე, სადაც უნდა შევიდეთ და რასაც მოგვთხოვენ, ყველაფერი ცალ ფეხზე დგომით შევასრულოთ
შემდეგი სტატიაპეტრე ცისკარიშვილი: ოქტომბერში დავაყენოთ რეალური შედეგი და რუსის მოჯამაგირეები მოვიშოროთ ხელისუფლებიდან