ნენსი პელოსი მხარს უჭერს კამალა ჰარისს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

„დღეს დიდი სიამაყითა და ჩვენი ქვეყნის მომავლის მიმართ უსაზღვრო ოპტიმიზმით მხარს ვუჭერ კამალა ჰარისის კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე. ჩემი ენთუზიაზმით სავსე მხარდაჭერა კამალა ჰარისის პრეზიდენტობის მიმართ არის ოფიციალური, პირადი და პოლიტიკური. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ის ნოემბერში გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – აცხადებს პელოსი.

banner
წინა სტატიაშიგორდონი: ნატო უკრაინის ალიანსში მიღებას არ აპირებს
შემდეგი სტატიაბაიდენი უკრაინის დახმარების კანონზე უფლებამოსილებას ბლინკენსა და იელენს გადასცემს – თეთრი სახლი