ნემცოვის ქალიშვილმა გამოძიებას ახალი ფიგურანტების დამატება სთხოვა

ნემცოვის გოგომ გამოძიებას ახალი ფიგურანტების დამატება სთხოვა

9მოკლული რუსი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ქალიშვილმა გამოძიებას ახალი ფიგურანტების დამატება სთხოვა – ის ითხოვს რუსლან და არტურ გერემეევებს ბრალი წაეყენოთ – ამის შესახებ დაზარალებულის ადვოკატი ვადიმ პროხოროვი ავრცელებს ინფორმაციას.
მისი თქმით, დღეს საგამოეძიებო კომიტეტს შესაბამისი შუამდგომლობა გადაეცა.
საქმის მასალებში არის “გენერალ კრასნოვის (საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი გენერალ-მაიორი იგორ კრასნოვი-რედ) განკარგულება რუსლან გერემეევის დაკავებისა და მოსკოვში გადმოყვანის შესახებ”, თუმცა, ფაქტობრივად არანაირი მოქმედება ამის ირგვლივ არ განხორციელებულა. ამასთანავე, ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში არ არის მითითებული გერემეევების ნემცოვის საქმესთან კავშირი.
დაზარალებული მხარის თქმით, საგამოძიებო კომიტეტის მოქმედებები მიმართულია მხოლოდ ილუზიების შექმნისაკენ, რომ მკვლელობა სრულფასოვნად იქნა გამოძიებული.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი, 2015 წლის თებერვალში მოსკოვში, კრემლთან ახლოს მოკლეს.

banner
წინა სტატიაშიკლიჩკომ პრესკონფერენციაზე ფიურის შეაგინა
შემდეგი სტატიააშშ-ში ორი წლის ბიჭმა დედა მოკლა