ნემცოვის მკვლელობის ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები

რუსული ოპოზიციის ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობიდან უკვე მეორე დღეს, ოფიციალური კრემლის რუპორი მედიასაშუალებები, მისი გარდაცვალების იმ ვერსიებზე წერენ, რომელზეც სამართალდამცავები ოფიციალურად მუშაობენ.

11017690_776193075809620_2489387384189389018_n
ამ მომენტისთვის, რუსი სამართალდამცავები, ვერსიების დონეზეც კი არ უშვებენ იმის შესაძლებლობას, რომ ნემცოვის მკვლელობა, შეიძლება რუსეთის ხელისუფლების რომელიმე შტოს ან მაღალი თანამდებობის პირს დაეკვეთა იყო.

დღევანდელი გაზეთი ,,იზვესტია,, ბორის ნემცოვის მკვლელობის იმ ვერსიებს ავრცელებს, რომელ ვერსიებსაც, მაღალი რანგის ჩინოვნიკის მიერ გაზეთისათვის მიწოდებული ინფორმაცით,  თავად გამოძიება ეყრდნობა. ,,იზვესტიის,, ცნობით, გამოძიება ნემცოვის, როგორც საყოფაცხოვრებო  ნიადაგზე, ასევე  ნემცოვის უკრაინელი სპონსორების მიერ შესაძლო მკვლელობის და დესტაბილიზაციის მიზნით ლიკვიდაციის მოტივებს განიხილავს და ამ სამ ვერსიაზე სერიოზულად მუშაობს…

,,იზვესტიის,, ინფორმაციით, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე ნემცოვის მკვლელობის ვერსიას, საფუძვლად უდევს, სიკვდილის მომენტში ნემცოვთან ახალგაზრდა  გოგოს ყოფნა… რომელიც, როგორც უკვე გაურკვევიათ უკრაინის მოქალაქეა და სულ ცოტა ხნის წინ მოსკოვიდან, თურმე შვეიცარიაში გაფრენილა აბორტის გასაკეთებლად  და ახლა რუსი სამართალდამცავები არკვევენ, იყო თუ არა ნემცოვი მისი ერთადერთი პარტნიორი. ,,ხომ არ მოკლეს ნემცოვი მისი საყვარელი გოგონას გამო?,, არკვევენ რუსი სამართალდამცავები. ამ ინკოგნიტო ქალბატონზე, დღეს ინფორმაცია გამოაქვეყნა ცნობილმა ჟურნალისტმა ქსენია სობჩაკმა. სობჩაკის თქმით, რომელიც ნემცოვს კარგად იცნობდა, ქალატონს ქვია ანნა და ის გუშინ ჩამოფრინდა კიევიდან მოსკოვში.  მკვლელობის მომენტიდან სამ საათში, პოლიციამ ნემცოვის სახლი გაჩხრიკა, წაღებული იქნა დოკუმენტები, ჩანაწერები და მოკლული პოლიტიკოსის კომპიუტერი, აცხადებს სობჩაკი

მეორე ვერსია, რომელზეც ,,იზვესტიის,, ცნობით რუსი სამართალდამცავები მუშაობენ, უკავშირდება ნემცოვის უკრაინის დღევანდელ ხელისუფლებასთან კავშირებს… რუსი სამართალდამცავების ეჭვით, უკრაინელ ლიდერები ნემცოვს დიდძალ თანხას უხდიდნენ რათა რუსეთში სიტუაცია აერია და რახან მას ეს ვერ მოახერხა… უკრაინელებმა ის, როგორც დავალების არ შემსრულებელი, უსარგებლო პოლიტიკოსი მოიშორეს.

მესამე ვერსია უკავშირდება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დღეს დილით გაკეთებულ განცხადებაში მოყვანილ მოტივებს ნემცოვის მკვლელობისა, რომლის მიხედვით ეს მკვლელობა იყო შეკვეთილი, პროვოკაციული და მიზნად ისახავდა სიტუაციის დესტაბილიზასიას. ამ ვერსიას არამხოლოდ სამართალდამცავები, მთელი რუსული პოლიტელიტა დილიდან იმეორებს, მაგრამ ვის მიერ იყო კონკრეტულად შეკვეთილი და ვინ რა ჩაიფიქრა, ამას ალბათ რუსი სამართალდამცავები გაარკვევენ ისე, როგორც ჩვევიათ.

ნემცოვის მკვლელობის ვერსიებზე, სხვაგვარად ფიქრობენ მისი ოპოზიციონერი მეგობრები… „ერთადერთი მიზანი, რომელიც ამ ყველაფის უკან დგას, შიშის დათესვაა, რომ პროტესტს თავი მოკვეთონ და დაგვანახონ, რომ მსგავსი პოზიციებისთვის შურს იძიებენ“  აცხადებენ ოპოზიციონერები…

„ნემცოვი დიდი ალბათობით იმ გამოძიების გამო მოკლეს, რასაც ის ატარებდა უკრაინასთან მიმართებაში, რომ უკრაინის დესტაბილიზაციაში რუსეთის ჯარი იღებდა მონაწილეობას“ – ამბობს ილია იაშინი, ნემცოვის ერთ-ერთი მეგობარი.

ბორის ნემცოვი 55 წლის იყო. მას 4 ქალიშვილი და 87 წლის დედა დარჩა.

banner
წინა სტატიაშიბორის ნემცოვი აპირებდა გამოექვეყნებინა ანგარიში, რომელშიც დონბასში რუსი სამხედროების მონაწილეობის შესახებ არსებულ მტკიცებულებები იქნებოდა წარმოდგენილი
შემდეგი სტატიაპარლამენტის რიგგარეშე სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო 16 საათამდე გადაიდო