რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. რუსეთის პროკურატურამ უკვე ოფიციალურად წარუდგინა ბრალი მკვლლობაში მონაწილე 4 ჩეჩენს, ზაურ დადაევს, შადიდ გუბაშევს, ტემირლან ეკსკერხანოვს და ჰამზათ ბახაევს. მკვლელობის შემკვეთად კადიროვის სპეცრაზმის წევრი რუსლან მუხუდინოვი სახელდება, რასაც დაზარალებულის ოჯახის ადვოკატები არ ეთანხმებიან.