ნეკრესის ეპარქიაში, კორონავირუსით მონაზონი, დედა ივლიტა გარდაიცვალა

ნეკრესის ეპარქიაში, კორონავირუსით კიდევ ერთი ღვთისმსახური გარდაიცვალა. კოვიდ- 19- მა ყვარლის დუბის დედათა მონასტრის მონაზონი, დედა ივლიტა იმსხვერპლა.

ექიმების განმარტებით, ვირუსმა ღვთისმსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გააუარესა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ერთი თვის წინ, კორონავირუსით ნეკრესის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სერგი გარდაიცვალა.

კოვიდ- 19- ის გართულებული ფორმით, მეუფეს, თბილისში ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში, ორ კვირაზე მეტ ხანს მკურნალობდნენ.

კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა ცოტა ხნის წინ, ბოდბის მონასტერშიც, თუმცა ყველა ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.

banner
წინა სტატიაშიტიკარაძე – ციხის საავადმყოფოში ყველა საჭირო ინსტრუმენტულ – ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობაა, რომელიც მოშიმშილე პაციენტს ესაჭიროება
შემდეგი სტატიატიკარაძე – კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით კარგი პროგრესი გვაქვს