„ნეიტრალური“ ჩინეთი რუსეთს იარაღით ეხმარება – The Telegraph

„ჩინეთი რუსეთს ვერტმფრენებით, დრონებით და ლითონებით ეხმარება. ესენი კი თავდაცვის ინდუსტრიაში გამოიყენება“, – ამის შესახებ The Telegraph-ის საგამოძიებო მასალაშია აღნიშნული.

გამოცემა წერს, რომ რუსულმა კომპანიებმა, მათ შორის სანქცირებულმა კომპანიებმა, რომლებიც აწარმოებენ სარაკეტო გამშვებებს, ჯავშანმანქანებს და სტრატეგიულ ბომბდამშენებს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან პირველ კვარტალამდე ბევრი „გზავნილი“ მიიღეს.

The Telegraph წერს, რომ ერთ-ერთმა ჩინურმა კომპანიამ ომამდე ორი თვით ადრე რუსეთში 1000 დრონი გაგზავნა.

„გარდა ამისა, უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან 4 დღის შემდეგ, ჩინურმა კომპანია Hems999-მა რუსეთს ორი ვერტმფრენი გადასცა. კიდევ ერთმა ჩინურმა კომპანიამ, Tianjin Huarong Aviation-მა, ომის დაწყებიდან რუსეთს ოთხი Airbus ვერტმფრენი გადასცა.

ჩინეთმა 2022 წელს რუსეთში 18 მილიონი დოლარის ღირებულების ტიტანის შენადნობის პროდუქცია გაიტანა, რაც თითქმის ორჯერ მეტია წინა წელთან შედარებით“, – წერს გამოცემა.

banner
წინა სტატიაშიაკო ჯაიანს ჭყონში მეგობრები და თანაგუნდელები ემოციურად ემშვიდობებიან
შემდეგი სტატიაკოვიდ პანდემია დასრულდა, მაგრამ COVID-19, როგორც რიგითი ინფექცია, არ გამქრალა – თენგიზ ცერცვაძე