ნედლ რძესა და ქართულ სუნელებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობაა – სეს-ი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ნედლი რძის 15 და სუნელ-სანელებლების 8 ნიმუშში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა აღმოჩნდა. სეს-ის ინფორმაციით, დარღვევის შესახებ შესაბამის სამსახურებს ეცნობა და უწყებამ პროდუქციის ამოღებაზე ზედამხედველობა განახორციელა.

მათი ცნობით, 2018 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოკვლეულია 1176 ნიმუში, მათ შორის: რძის და რძის ნაწარმის 82, ხორცის და ხორცპროდუქტების – 335, თევზის და თევზის პროდუქტების – 47, კვერცხის – 68, ბავშვთა კვების პროდუქტების – 48, სუნელ-სანელებლების – 137, თაფლის – 11, სასმელების – 108, პურპროდუქტების, ბურღულეულისა და ბოსტნეულის 340 ნიმუში.

სეს-ის ინფორმაციით, 1 176 ნიმუშიდან დარღვევა გამოვლინდა 23 ნიმუშში, რაც საერთო რაოდენობის 2 პროცენტს შეადგენს. ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება ბავშვთა კვების პროდუქტებში, თევზში, პურპროდუქტებში, ბურღულეულსა და ბოსტნეულში. გასულ წლებთან შედარებით, ტყვიის გადაჭარბებული ოდენობა არ გამოვლენილა ხორცის ნიმუშებში.

banner
წინა სტატიაშიკობახიძეს დღეს თავის მოსაწონებელი არაფერი ექნება – აბესაძე
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ოფისში მაია მიმინოშვილი მივიდა – დახურული შეხვედრა