ნედ პრაისი – რუსეთმა წამოიწყო უფრო მეტი ვიდრე შეჭრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის ნედ პრაისის განცხადებით, ბოლო დღეებში რუსეთის მიერ უკრაინაზე განხოციელებული თავდასხმებიდან ჩანს, რომ რუსეთი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ტერორის კამპანიას აწარმოებს.

“ფაქტია, რომ რუსეთმა წამოიწყო უფრო მეტი ვიდრე შეჭრა, უფრო მეტი ვიდრე უბრალოდ ომი. ის აწარმოებს ტერორის, სისასტიკის და საზიზღარი აგრესიის კამპანიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. რაც შეეხება იმას, რაც ბოლო საათებში ვნახეთ, ლვივზე თავდასხმის თვალსაზრისით, კიევის გარეუბნებზე თავდასხმის თვალსაზრისით ან რაც ვნახეთ ქალაქებში, როგორიცაა მარიუპოლი, ხარკივი, რისი მოწმეც ბუჩაში გავხდით, ეს არის მკაფიო მინიშნებები, მკაფიო მოწმობა სისასტიკის და ტერორის კამპანიისა, რომლებსაც რუსები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ აწარმოებენ” – განაცხადა პრაისმა.

banner
წინა სტატიაშიიაპონია უკრაინას ქიმიური იარაღისგან დასაცავად კოსტიუმებს გადასცემს
შემდეგი სტატიასაგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტის დამზადება – გამოყენების და ჯგუფურად დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლებისა და დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა