“ნებისმიერი საქციელი, რომელმაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს სასამართლოს ან მის წარმომადგენელს, მიუღებელი უნდა იყოს”

იან კელი

ნებისმიერი საქციელი, რომელმაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს სასამართლოს ან მის ნებისმიერ წარმომადგენელს, მიუღებელი იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ გუშინ ”რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც ”რუსთავი 2”-ის საქმის ერთ-ერთი მოსამართლე ნათია გუჯაბიძე თაღლიღობაშია შემჩნეული.

როგორც იან კელიმ აღნიშნა, კანონის უზენაესობის ქვაკუთხედი და ძირითადი საფუძველი ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობა.

”სასამართლო საერთოდ ქვაკუთხედია ამ სისტემის. ამიტომ მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერი სახის საქციელი, რომელმაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს ან დაამციროს სასამართლო, როგორც ინსტიტუცია, ან სასამართლოს ნებისმიერი წარმომადგენელი, მიუღებელი იქნებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მიუღებელი უნდა იყოს საქართველოშიც”, – განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშიკოღუაშვილი: ერთი წუთით არ მეპარება ეჭვი “ქართული ოცნების” გამარჯვებაში
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს შეხვდება