ნებისმიერი პროცესი პოლიტიკურ მასკარადად, თუ ცირკად გადააქცია რუსთავი 2-მა და მისმა მხარდამჭერებმა- ვოსლკი

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, რომ რუსთავი 2-მა მხარდამჭერებთან ერთად ნებისმიერი ღია პროცესი „მასკარადად და ცირკად“ გადააქცია და სასამართლოზე ზეგავლენის მოხდენითმხოლოდ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობაა დაინტერესებული:

„ნებისმიერი პროცესი, ღია პროცესი, ტელევიზიაში გასული პროცესი, რაღაც პოლიტიკურ მასკარადად თუ ცირკად გადააქცია ამ რუსთავი 2-ის დირექციამ და მისმა მხარდამჭერებმა. შესაძლოა სასამართლომ აქედან გამომდინარე მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომ წყნარად, საქმის ობიექტური შეფასებისთვის იყოს დახურული. მთავარი არის ფაქტები და ამ ფაქტებს შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლო სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით 2 მარტს ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაში“მირჩევნია საქმეს მივხედო“ – ნარმანია საკრებულოში მისვლას არ აპირებს
შემდეგი სტატიადეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა 13:00 საათზე განახლდება