ნებისმიერი პოლიტიკური ძალის არჩევნებში გამარჯვებას ოპონენტები ღირსეულად უნდა შეხვდნენ

ნურავის ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი პოლიტიკური ძალის არჩევნებში გამარჯვებას ოპონენტები ღირსეულად უნდა შეხვდნენ.

„ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ინაუგურაცია არის განსაკუთრებული დღეს. დღეს ჩვენს ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს. ვფიქრობ, ეს არის ისტორიული მოვლენა იმ თვალსაზრისითაც, რომ ახალი კონსტიტუცია შედის ძალაში. ჩვენ გადავდივართ სრულფასოვან საპარლამენტო რესპუბლიკაზე, საპარლამენტო დემოკრატიაზე, რომელიც არის კიდევ ერთი გადადმული ძალიან პრინციპული ნაბიჯი, რათა დავუბრუნდეთ ჩვენს ევროპულ ოჯახს და ევროპულ ფასეულობებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოს მისცემს საშუალებას, კიდევ უფრო წარმატებული იყოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.

„ჩვენი მოლოდინი გახლავთ ის, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ ჩვენს გზაზე, რასაც ჰქვია ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.

„დღეს არის განსაკუთრებული დღე, რადგან არის ინაუგურაცია და ის აუცილებლად ჩატარდება მშვიდ და საზეიმო ვითარებაში. ამავე დროს, კონსტიტუციით გარანტირებულია, რომ ყველა ადამიანს აქვს თავისი მოქალქეობრივი სიტყვის გამოხატვის თავისუფლება. პოლიციამ შესთავაზა ყველას, ესარგებლათ ალტერნატიული გზით. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. კიდევ მინდა გვაიმეორო ის, რაც ვთქვი რამდენიმე თვის უკან, როდესაც იწყებოდა საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო კამპანია. ნურავის ექნება ილუზია, რომ შემოიტანს დისონანსს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველო არის შემდგარი დემოკრატია, როდესაც ადამიანი და ნებისმიერი პოლიტიკური ძალა არჩევნებში გაიმარჯვებს, ამას უნდა ღირსეული შეხვედრა ისევე, როგორც უნდა ღირსეული შეხვედრა ოპონენტის მხრიდან. ჩვენი ხედვა გახლავთ ასეთი. მინდა, საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ

banner
წინა სტატიაშიქეთი დოლიძე: არ მეცოდება ოპოზიცია აბსოლუტურად, ვნებების გამოსავლენად აქვთ უამრავი ადგილი
შემდეგი სტატია„მათ შიშს უკვე ასდის სუნი“ – გრიგოლ ვაშაძე თელავში ჩავიდა