“ნებისმიერი პირის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს დევნა, თუ იქნება შესაბამისი საფუძველი” – პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის დაფარვის ბრალდების საქმის პროკურორი აცხადებს, რომ თუ იქნება შესაბამისი საფუძველი, ნებისმიერი პირის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს დევნა.
რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, პროკურორის თქმით, დღევანდელ სხდომაზე ოთხი გამომძიებელი დაიკითხა, რომლებმაც მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ნამდვილობა დაადასტურეს და ამ მოქმედებების დეტალებზე ისაუბრეს.
“გამოძიება უშუალოდ ამ საქმეზე დამთავრებულია და საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. თუმცა, შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე. შესაბამისად, რა მტკიცებულებები იქნება იმ საქმეზე მოპოვებული, ან ამ ეტაპზე რა მტკიცებულებებია მოპოვებული, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია, რადგან ამ დეპარტამენტს, ვინც საქმეს იძიებს, მე არ ვზედამხედველობ. თუმცა, გამოძიება მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რაც იქნება საქმეზე შეკრებილი. ნებისმიერი პირის წინააღმდეგ შეიძლება დაიწყოს დევნა, თუ იქნება შესაბამისი საფუძველი, თუმცა იმ საქმეზე მე არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია, ვინაიდან არ მაქვს სტრუქტურული შეხება საგამოძიებო დანაყოფთან”, – განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

banner
წინა სტატიაშირას სთავაზობს სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი სტუდენტებს – ინტერვიუ მანანა მოისწრაფიშვილთან
შემდეგი სტატიაექიმი – კლდიდან გადავარდნილი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, მიმდინარეობს მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის ბრძოლა