“ნებისმიერი მოდელი, რომელიც არსებულ მაჟორიტარულ სისტემას შეცვლის იქნება განხილვის ღირსი”

საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანულ მოდელს დადებითად აფასებს საპარლამენტო უმცირესობა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით არსებული საარჩევნო სისტემა მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება, ამიტომ ნებისმიერი მოდელი, რომელიც არსებული მაჟორიტარული სისტემის შეცვლის შესაძლებლობას იძლევა განხილვის ღირსია. ბეჟაშვილის თქმით გერმანული მოდელი ენმ-სგან დიდი ალბათობით მხარდაჭერილი იქნება:
„ნებისმიერი მოდელი, რომელიც არსებულ მაჟორიტარულ სისტემას შეცვლის იქნება განხილვის ღირსი, იმიტომ რომ არსებული პრაქტიკა და სისტემა უმრავლესობამ თავისთავზე მოირგო და ის მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ინტერესებს ემსახურება. ამ მოდელს ჩვენი დიდი სერიოზულობით განვიხილავთ და დიდი ალბათობით მხარს დავუჭერთ, იმიტომ რომ ემსახურება არსებული სისტემის შეცვლას.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, ინტერპარტიული ჯგუფის მიერ მომზადებული ინიციატივა პარლამენტში „რესპუბლიკელებმა“ დაარეგისტრირეს.

 

banner
წინა სტატიაშიკახა კახიშვილმა N14 დაწესებულების მონიტორინგის ცენტრი დაათვალიერა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსი ოფიცრების ავტობუსი ხევში გადავარდა და ექვსი ადამიანი დაიღუპა