ნებისმიერი „გაყინული კონფლიქტი” ნიშნავს ომს, რომელიც რამდენიმე წელიწადში დაბრუნდება – ომის დასასრულებლად ერთადერთი გზა რუსეთის დამარცხებაა – პოდოლიაკი

უკრაინა არ არის კორეა, რუსეთი არ არის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, ნებისმიერი “გაყინული კონფლიქტი” ნიშნავს ომს, რომელიც რამდენიმე წელიწადში დაბრუნდება – კარგად მომზადებული და უფრო სისხლიანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერში“ წერს, სადაც ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილის სარდლის, ჯეიმს სტავრიდისის განცხადებას ეხმაურება.

„უკრაინა არ არის კორეა, რუსეთი არ არის კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა. განსხვავებული კონტექსტი, განსხვავებული მასშტაბები. ნებისმიერი “გაყინული კონფლიქტი” ნიშნავს ომს, რომელიც რამდენიმე წელიწადში დაბრუნდება – კარგად მომზადებული და უფრო სისხლიანი. ერთადერთი გზა ომის დასასრულებლად და ევროპაში უსაფრთხოების დასაბრუნებლად რუსეთის დამარცხება და ტერიტორიების გათავისუფლებაა“, – წერს პოდოლიაკი.

banner
წინა სტატიაშიჩვენი მიზანია, გაორმაგდეს აზერბაიჯანიდან ევროკავშირში ბუნებრივი აირის მიწოდება, აზერბაიჯანი იქნება გადამწყვეტი პარტნიორი ჩვენი მომარაგების უსაფრთხოებისთვის – ლაიენი
შემდეგი სტატიაგიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე – წარმოიდგინეთ, თითქმის 10 თვეა ადამიანი ჰაერზე არ ყოფილა, მზე არ უნახავს, მე ძალიან მეჩქარება, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული