,,ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭოს გარკვეულ ინსტიტუტებს”

„ჩვენ უნდა მივიღოთ ეს, როგორც მოცემულობა. არც ერთი ხელისუფლება არ უნდა ჩაერიოს ამაში“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ცესკო-ს თავმჯდომარედ თამარ ჟვანიას მეორე ვადით არჩევას.

„ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო და მისი ხელისუფლება უნდა ეცადოს, რომ რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებლობა მიანიჭოს გარკვეულ ინსტიტუტებს. მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესი არის ცენტრალური საარჩევნო კომისია. აქედან გამომდინარე, კომისიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ როგორც მოცემულობა, რაშიც არ უნდა ჩაერიოს არც ერთი ხელისუფლება. ეს არის ხელისუფლების პოზიტიური ვალდებულება“, – აღნიშნა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში,,დავუჭერთ თუ არა მხარს მოსამართლეობის დასახელებულ კანდიდატურებს, გუნდის პოზიციას გავახმოვანებთ მსჯელობის შემდეგ”
შემდეგი სტატიათბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტს “ევროპული საქართველო” მხარს არ დაუჭერს