ნებისმიერი ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს

“ქართული კოშმარის” რეჟიმის ანტიამერიკელ თაღლითებს ამერიკულ ინტერესებზე აზრის გამოთქმის უფლება არ აქვთ,” – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ “სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია”.

მისი თქმით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს.

სახელმწიფო დეპარტამენტი მართალია. ჩინეთის კომუნისტური პარტიის მმართველობაში მყოფ, “ქართული კოშმარის” რეჟიმის მძვინვარე ანტიამერიკელ თაღლითებს არ აქვთ უფლებამოსილება, გამოთქვან აზრი ამერიკის ინტერესებზე. მადლობელი ვარ, რომ წარმომადგენელთა პალატაში ჩემმა კოლეგებმა დიდი უმრავლესობით აირჩიეს არაღიარების პოლიტიკა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც “ქართული ოცნების” დავალებებს ასრულებს, ამას ამერიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ აკეთებს. MEGOBARI [აქტი] ახლავე,” – წერს უილსონი.

კონგრესმენი, ჯო უილსონი პოსტთან ერთად სოციალურ ქსელში სტატიას აზიარებს, სათაურით: “აშშ ადასტურებს, რომ საქართველოს ელჩი დაიბარეს, რითაც უარყოფს კობახიძის ბრალდებას”.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მათ საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების მიერ გაჟღერებული დეზინფორმაციის გასაპროტესტებლად, აშშ-ში საქართველოს ელჩ, თამარ ტალიაშვილთან შეხვედრა მოითხოვეს.
სახ.დეპში გამოცემა “ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ “ოცნების” წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია “არასწორად წარმოაჩენდა აშშ-ის მთავრობის მიერ ყოფილი თანამშრომლებისთვის განხორციელებულ რუტინულ ფინანსურ გადარიცხვებს.”

banner
წინა სტატიაშისასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიაგიორგი კინოიანი თავისუფალია