ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს, ასეთია მოწყობა ნებისმიერი თანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი – ღარიბაშვილი

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს, ასეთია მოწყობა ნებისმიერი თანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას დაკავების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, არც ერთი ადამიანი არ არის კანონზე მაღლა.

„მესმის თქვენი წუხილის. მე ერთ რამეს გეტყვით, რომ ნამდვილად ვერ შევალ დეტალებში და ვერ გავაკეთებ კომენტარს ბატონი გვარამიას შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა დაისაჯოს. ასეთია მოწყობა ნებისმიერი თანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი. ჩვენ თუ გვინდა, რომ ვიყოთ ცივილიზებული, თანამედროვე დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, იქ, სადაც კანონის უზენაესობა არის დაცული, პირველ რიგში არც ერთი ადამიანი არ არის კანონზე მაღლა, მაშინ არ უნდა გაგვიჩნდეს კითხვები. მე სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით. მინდა გითხრათ, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა, ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ გვარამიზე, ნებისმიერ ადამიანზე, პატიმარზე, სხვა პატიმრებზეც. ეს არ არის ჩემი საზრუნავი, ამისთვის ჩვენ გვყავს პროკურატურა და სასამართლო, რომელიც ბოლო 8-9 წლის განმავლობაში გახდა იმდენად ანგარიშვალდებული, გამჭირვალე, აბსოლუტურად ღია. უამრავი რეფორმა განხორციელდა და ჩვენ მთელი ევროპის მასშტაბით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით და საერთო სტატისტიკას თუ ავიღებთ, ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი ვუსწრებთ წინ ყველა მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, თქვენი ოჯახის წევრებიც გადაადგილდებიან ავტომობილით, პრემიერმა აღნიშნა: „სკანდალში გამომიჭირეთ.ახლა მომისმინეთ, მე ვარ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი, მოიპარა ფული, თუ გააკოტრა კომპანია და რა შუაშია მე რომ მადარებთ, ჩემი ოჯახის წევრებს და რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ-მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს. ეს არის ტყუილი, ეს ერთი. მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები, ამის მიუხედავად, მე ჩემი მანქანით გადავადგილდები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმე რომ მადარებთ, პრემიერი ვარ, გვარამია კომპანიის დირექტორი – პრემიერი მანქანის გამოყენებაზე
შემდეგი სტატიაპორტუგალია უკრაინას 250 მილიონი ევროს გამოუყოფს