„ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთზე შეგეჯიბრები“ – ალეკო ელისაშვილი კალაძეს დებატებში იწვევს

საჯარო მიმართვა და გამოწვევა – თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი დებატებში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატს, კიდევ ერთხელ, ვიდეო მიმართვით იწვევს.

„კახი კალაძე ნამდვილად არის, უდავოდ, საქართველოს სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენი. მე კიდევ მთელი ცხოვრება თბილისის პრობლემების კვლევით ვარ დაკავებული, ვიყავი „თბილისის ამქრის“ თავმჯდომარე. მე ფეხბურთელობას არ ვაპირებ. კახი აპირებს თბილისის მერობას. გიწვევ დებატებში, ნებისმიერ სატელევიზიო დებატებში. დავსხდეთ, თბილისზე ვიდებატოთ და მერე, პირობას გაძლევ, რომ აირჩიე სტადიონი და ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთზე შეგეჯიბრები,“ – მიმართა ალეკო ელისაშვილმა კახა კალაძეს.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე ე.წ. ბაღების სკანდალს სიცრუეს უწოდებს
შემდეგი სტატიარატომ არ ფიქრობთ, რომ შეხვედრები იყო აფხაზებთან და ოსებთან? – “პატრიოტთა ალიანსი” საქართველოში დაბრუნდა