7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ციხიდან გათავისუფლებული ზურაბ ჯაფარიძის სათქმელი ისევ უცვლელია. “ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ” – ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.
ეს სიტყვები მან მაშინ თქვა, როცა სასამართლო დარბაზში ხელბორკილებს ადებდნენ.
“ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ. როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს გზა, ვერცერთ შემთვევაში ეს გზა ვერ იქნება ისეთი რთული, რაც ჩვენ, ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა, ვინც აქ ვცხოვრობთ, გამოვიაარეთ ერთი საუკუნის წინ რუსების ხელში. იმაზე რთული ვერ იქნება. გასაგებია, რომ რთულია, მაგრამ ვინ ფიქრობდა, რომ მარტივი იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
ზურა ჯაფარიძე თავისუფალია – პოლიტიკოსს რუსთავის ციხე 10:30 საათისთვის უნდა დაეტოვებინა, თუმცა გაუფრთხილებლად, 08:00 საათზე გამოუშვეს.
ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. მას წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე არ გამოცხადებას ედავებოდნენ. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი.


















