,,ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, შეხვედრები სამუშაო საათების შემდეგ იგეგმება”

“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე საარჩევნო კამპანიაში პედაგოგების შესაძლო მონაწილეობის შესახებ გამოთქმულ კრიტიკას პასუხობს.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში და მიზანმიმართულად ხდება, რომ შეხვედრები სამუშაო საათების შემდეგ იგეგმება.

„რაც შეეხება პედაგოგებს, სხვადასხვა თანამშრომელს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ჩაერთოს საარჩევნო კამპანიაში, მოვიდეს ჩვენთან შეხვედრაზე. მიზანმიმართულად, ჩვენ შეხვედრებს 18:00 საათის შემდეგ ვმართავთ, რომ ყველა ადამიანს სამსახურის დასრულების შემდეგ ჰქონდეს შესაძლებლობა მოვიდეს, დაესწროს, გაეცნოს ჩვენს პროგრამას, ხედვებს, თუ რას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, როგორ ვაპირებთ ამა თუ იმ პროექტის განხორციელებას.

მიზანმიმართულად მიმდინარეობს დისკრედიტაცია “პარტია” “რუსთავი 2”-ის მხრიდან, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ შეხვედრებს, აუცილებლად გავაგრძელებთ იმას, რომ საზოგადოებას გავაცნობთ ყველა პროექტს და პროგრამას, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – თუ რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე
შემდეგი სტატიაე.წ. ციანიდის საქმის კიდევ ერთი ადვოკატი მია ზოიძე პროკურატურაში დაიბარეს