ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი შეშფოთება ქართველი კანდიდატის, სოფო კილაძის მიმართ გამოთქმული ბრალდების გამო

საქართველოში გერმანიის საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელდა ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადება, რომლითაც იგი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ანა აბაშიძეს მიმართავს.

საქმე ეხება 53 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას, რომლითაც ისინი გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის წევრად სოფო კილაძის შესაძლო არჩევას ეწინააღმდეგებიან. არასამთავრობოები ამის მოტივად კილაძის საეჭვო გამოცდილებას და შერჩევის პროცედურის „ღიაობის დარღვევას“ ასახელებენ.

ქნირში გამოხატავს შეშფოთებას ქართველი კანდიდატის, სოფო კილაძის მიმართ გამოთქმული ბრალდების გამო.

„ჩვენმა მისიამ ჟენევაში გადმომიგზავნა თქვენი კომუნიკაცია სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციის სახელით, რომელიც ეხებოდა გაერო-ს ბავშვთა დაცვის კომიტეტში წარდგენილ ქართველ კანდიდატურას. ნება მიბოძეთ, გამოვხატო ჩემი შეშფოთება ქართველი კანდიდატის, სოფო კილაძის მიმართ გამოთქმული ბრალდების გამო. სამწუხაროდ, როგორც ყველამ ვიცით, პირადი ხასიათის თავდასხმები ხდება პოლიტიკურ პარტიებს შორის კონკურენციის დროს – განსაკუთრებით საქართველოში, სადაც პოლიტიკური ლანდშაფტი პოლარიზებულია. რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო პარტნიორები აფასებენ იმ ფაქტს, რომ ისინი ასრულებენ ღირებულ სამუშაოს სხვადასხვა საკითხებზე და მიზეზებზე, ასეთ დონეზე დაშვების ნაცვლად. გთხოვთ, ასევე, მენდოთ, რომ მისია ჟენევაში იღებს ადეკვატურ ინფორმაციას ამ და სხვა საელჩოებიდან, რათა თითოეულ წარმოდგენილ კანდიდატზე შეხედულების ფორმირება შეძლოს. მოხარული ვიქნები, თუ ჩემს კომენტარს გადაუგზავნით იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც მოაწერს ხელის მიმართვას ჟენევაში მისიებს“, – აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი.

banner
წინა სტატიაშიზახაროვა:საქართველო ყოველგვარი მიზეზის გარეშე აფართოებს ანტირუსულ, ანტიაფხაზურ და ანტიოსურ რიტორიკას, მათ შორის ბორდერიზაციასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიაევროკავშირმა საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომელთა მოქალაქეებს საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა შეეძლებათ