25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ნეაპოლში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

Pupia tv-ის ცნობით, ქალაქში მდებარე ერთ-ერთ ობიექტში “საქართველოს 29 წლის მოქალაქემ ერთ-ერთ დამსვენებელს საპირფარეშოდან გამოსვლაში შეუშალა ხელი, რა დროსაც ის ადგილზე ძალის გამოყენებით შეაკავა”, მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქემ იტალიელი ქალი “მკლავებში მოიქცია” და საპირფარეშოს დატოვების უფლებას არ აძლევდა.

თავის გათავისუფლების შემდეგ ქალმა მომხდარის შესახებ ადგილობრივ პოლიციას უამბო, რის შემდეგაც ეჭვმიტანილი დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიაBBC: პუტინი NATO-სთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს