ნეაპოლში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი დახმარებას ითხოვს

ირმა ბოლქვაძე ამბობს, რომ სამშობლოში დაბრუნება უნდა, თუმცა, ამ დრომდე შესაბამისი უწყებებიდან პასუხს ვერ იღებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქალი ფეხმძიმედაა და ეს კიდევ უფრო ართულებს არსებულ მდგომარეობას.

„საქართველის საელჩო ნორმალურ პასუხს არ გვცემს. ჩაკეტილ საზღვრებზე მეუბნება, ბილეთი აიღე და წადიო. 2-ჯერ ავიღე ბილეთი და ორივე გამიუქმდა, ფულს კი არავინ გვიბრუნებს. საელჩოს ვუთხარი, ორსული ვარ და დახმარება მინდა მეთქი, ამ დროს ტელეფონი საერთოდ გამითიშეს. ასეთ მდგომარეობაში ვართ მე და კიდევ საქართველოს 3 მოქალაქე. ამ ყველაფერს კარანტინიც ემატება, უცხო მიწაზე რა უნდა გავაკეთოთ?! საჭმელი ხომ გვინდა, ან წყალი. ჩვენ საერთოდ გვყავს მთავრობა“, – ამბობს ემიგრანტი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უახლოეს დროში საქართველოს მოქალაქეებს დაუკავშირდებიან და დროულ დახმარებას აღმოუჩენენ

წყარო: პრაიმტაიმი

banner
წინა სტატიაშიგიგა ბოკერია ამირან გამყრელიძის მისამართით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს
შემდეგი სტატიაგიორგი ალანია: საქართველომ ბევრ ევროპულ სახელმწიფოს აჯობა პანდემიის ლოკალიზაციისა და დიაგნოსტიკის საკითხებში