32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

ნეაპოლის მახლობლად 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ინფორმაციით, ნეაპოლის მახლობლად 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგად, სულ მცირე 21 ადამიანი დაშავდა.

ნეაპოლის პროვინციაში ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 4.7 მაგნიტუდის მიწისძვრა პარასკევს საღამოს მოხდა.

მიწისძვრის ბიძგები ყველაზე ძლიერად ქალაქ პოცუოლიში იგრძნობოდა. მოგვიანებით, სეისმოლოგებმა დაახლოებით 30 განმეორებითი ბიძგი დააფიქსირეს.

ქალაქ პოცუოლიში ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელი შენობის კედლის ნაწილი ჩამოინგრა და ავტომობილები დაზიანდა.

სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტის ცნობით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

banner
წინა სტატიაშიგივი მიქანაძე: რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ჯგუფები ცდილობენ, დააზიანონ განათლების რეფორმის პროცესი
შემდეგი სტატიაშსს: ორი თვის განმავლობაში სიძულვილის ენის 300-მდე სავარაუდო სამართალდარღვევა გამოვლინდა