ნდობის ჯგუფში დავით საგანელიძეს გია ვოლსკი ჩაანაცვლებს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობამ, ნდობის ჯგუფში, ვაკანტურ ადგილზე გია ვოლსკის დანიშვნას დაუჭირა მხარი.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომიდან გამოსულმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

“პარლამენტიდან საგანელიძის წასვლის შემდეგ, ნდობის ჯგუფში უმრავლესობის კანდიდატურა ვაკანტურია. უმრავლესობამ მხარი გია ვოლსკის კანდიდატურას დაუჭირა. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ის აღნიშნული ჯგუფის წევრი გახდება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ნატო-მ აღიარა, საქართველოს, პრაქტიკულ ნაწილში, ყველა ინსტრუმენტი გააჩნია”
შემდეგი სტატია“საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის და MAP-ი რჩება პოლიტიკური გადაწყვეტილების კომპონენტად”