NDI: სასამართლოების საქმიანობას გამოკითხულთა 29% ცუდად აფასებს, 13% – კარგად

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის მიხედვით, სასამართლოების საქმიანობას გამოკითხულთა 30% საშუალოდ აფასებს, 29% – ცუდად, 27%-მა არ იცის, ხოლო 13% – კარგად.

სასამართლოების საქმიანობას ყველაზე ცუდად – 33%-ით, თბილისში აფასებენ, ყველაზე კარგად კი ქალაქში, 14%-ით.

ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, სასამართლოების საქმიანობას ყველაზე ცუდად – 34%-ით, 55 წელს გადაცილებული ადამიანები აფასებენ, ყველაზე კარგად – 15%-ით კი 18-34 წლებს შორის მყოფი ადამიანები.

ოპოზიციის მხარდამჭერების 58% სასამართლოების საქმიანობას ცუდად აფასებს, ქართული ოცნების მხარდამჭერების 27% კი კარგად.

banner
წინა სტატიაშიNDI: 89% თვლის, რომ საარჩევნო უბნებზე პასუხისმგებელი პირები კარგად იყვნენ მომზადებულები
შემდეგი სტატიავოლსკი მანდატის საკითხზე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად თავის წარმოჩენას ელოდებიან