NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი – 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა იმგვარად, რომ გამოხატა ხალხის ნება, ლეგიტიმურობა ამ პროცესის ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ, – ამის შესახებ NDI-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა „ტვ პირველის“ ეთერში, გადაცემაში – „დიანა ტრაპაიძის შეკითხვის დრო“ განაცხადა.

როგორც ლორა თორტონმა აღნიშნა, NDI-ის გუშინ გავრცელებულმა შეფასებებმა და რეკომენდაციებმა ერთგვარი გაურკვევლობა გამოიწვია.

„პროცესი 8 ოქტომბერს ჩატარდა იმგვარად, რომ გამოხატა ხალხის ნება, ლეგიტიმურობა ამ პროცესის ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ, არასოდეს არ გვითქვამს მსგავსი რამ. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ პროცესში არსებობდა რაღაც ტიპის პრობლემები. მაგალითად – ადმინისტრაციული პრობლემები, რომელიც უბნებზე იყო. შესაძლოა, მსგავსი ტიპის ადმინისტრაციულმა პრობლემამ მომავალში გამოიწვიოს რაღაცა ტიპის პრობლემები. ჩვენ ვსაუბრობდით მომავალზე, მომავალ არჩევნებზე, რაც საჭიროებს რაღაც ტიპის გაუმჯობესებას“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

მისივე თქმით, NDI-მ გამოაქვეყნა რეკომენდაციები, სადაც არჩევნებში ჩართულ ადამიანებს ძალადობისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

“არჩევნებში ჩართულ ადამიანებს მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ძალადობისგან. შეიძლება, ცესკო-ს წარმომადგენლებმა მიიღონ დამატებითი ტიპის ტრენინგები, დამატებითი ტიპის დახმარება, რომ მათი ადმინისტრაციული საქმიანობა იყოს გამართული. ჩვენი რეკომენდაცია, რომელიც ყველაზე ჯგუფსა და ყველა ადამიანზე ვრცელდება ეს არის შემდეგი – თავი შეიკავეთ ძალადობისგან. მეორე რეკომენდაცია გახლავთ ტექნიკური სახის, რომელიც ეხება საარჩევნო ადმინისტრაციას“, – განაცხადა ლორა თორნტონმა.

banner
წინა სტატიაში“ქვების სროლის საშუალება არ მივეცით ქვასროლია პარტიას”- სუბარი რატიანს პასუხობს
შემდეგი სტატიაგიორგი ბარამიძე აჰმედ იმამყულიევსა და სამირა ისმაილოვას „ვარდების რევოლუციის“ „პროდუქტს“ უწოდებს