NDI – საქართველოს განათლების სისტემის ყველაზე დიდ პრობლემად ონლაინსწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები სახელდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რა არის ამჟამად საქართველოს განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა 27 პროცენტი ონლაინსწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს.

გამოკითხულთა 16 პროცენტი განათლების სისტემის წინაშე მდგარ პრობლემად მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალ კვალიფიკაციას ასახელებს.

განათლების სისტემაში პრობლემას ვერ ხედავს გამოკითხულთა 11 პროცენტი. უნივერსიტეტებში სწავლის მაღალ საფასურს ასახელებს გამოკითხულთა ცხრა პროცენტი. გამოკითხულთა ხუთი პროცენტი პრობლემად ასახელებს მასწავლებლებისა და ლექტორების დაბალ ხელფასს, სასწავლო წიგნების დაბალ ხარისხსა და რეპეტიტორების მაღალ საფასურს.

NDI-ს ინფორმაციით, აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

banner
წინა სტატიაშიპოლიცია ჩემ შვილს ურეკავს, მე მეძებდნენ… – ხოშტარია
შემდეგი სტატიაNDI – გამოკითხულთა 49% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება