NDI – საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობა სახელდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რა არის ამჟამად საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა, გამოკითხულთა 59 პროცენტი მიიჩნევს, რომ უმუშევრობა.

გამოკითხულთა 42 პროცენტი ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემად ფასების ზრდასა და ინფლაციას ასახელებს. 19 პროცენტისთვის ყველაზე დიდი პრობლემა სიღარიბეა. ლარის გაუფასურებას ასახელებს 17 პროცენტი, 16 პროცენტისთვის კი, პრობლემა დაბალი ხელფასებია. გამოკითხულთა 12 პროცენტი ეკონომიკის ყველაზე დიდი პრობლემად მაღალ გადასახადებს ასახელებს. 10 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ პრობლემას წარმოადგენს კორონავირუსი.

ამასთან, კითხვაზე, რა არის ამჟამად ჯანდაცვის სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე პრობლემა, გამოკითხულთა 56 პროცენტი წამლების საფასურს ასახელებს, 25 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ პრობლემაა სამედიცინო მომსახურების, ექიმთან ვიზიტის საფასური. კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებს ასახელებს გამოკითხულთა 18 პროცენტი. ჯანდაცვის სისტემის პრობლემა გამოკითხულთა 15 პროცენტისთვის ექიმებისა და მედპერსონალის პროფესიონალიზმის ნაკლებობაა. საავადმყოფოებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ასახელებს გამოკითხულთა 13 პროცენტი. ჯანდაცვის სისტემაში პრობლემას ვერ ხედავს გამოკითხულთა შვიდი პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 52 პროცენტი მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს, 36 პროცენტი კი კარგად
შემდეგი სტატიაპოლიცია ჩემ შვილს ურეკავს, მე მეძებდნენ… – ხოშტარია